მოგზაურობა ხევსურეთში…

 12/08/11

მუცოში დღეს მხოლოდ ერთი ოჯახის ნახვაა შესაძლებელი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი აქ 49 ადამიანი ცხოვრობდა… ქართველი ტურისტების ჯგუფი მუცოში სწორედ ამ ერთად-ერთ ოჯახს მივადექით. მასპინძელი სალმით შეგვხვდა და ჩვენში ექიმს დაუწყო ძებნა, რადგან მისი პატარა შვილი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. სამწუხაროდ, ჩვენში ექიმი არავინ იყო და მხოლოდ ჩვენს ხელთ არსებული წამლებით დავეხმარეთ.

მოგვიანებით მოგვეცა საშუალება, რომ გავსაუბრებოდით ამ კაცს და გვეკითხა თუ რა პრობლემები აწუხებდა მას. მოხუცებული ჩიოდა, რომ ახლო – მახლო არ არსებობს საავადმყოფო. ადამიანის ცუდად გახდომის შემთხვევაში კი გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას დაახლოებით 4–5 საათი სჭირდება, რათა დანიშნულების ადგილს მიაღწიოს. ხოლო უახლოესი საავადმყოფო ფშავსა და თბილისშია.

ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ეს ულამაზესი მხარე დღეს უკაცრიელია.

დაახლოებით ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მე ხევსურეთიდან დავბრუნდი, მაგრამ დღე არ გავა რომ მისი სილამაზე თვალწინ არ წარმომიდგეს. წელს ამ რეგიონს უკვე მეორედ ვესტუმრე. თუმცა, მისი ნახვის სურვილი სულ უფრო და უფრო მიძლიერდება. შატილი, არხოტი, მუცო, არდოტი, აბუდელაურის ტბები, – ეს ის ადგლებია, რომლის ნახვისას ცოცხლდებიან ვაჟა ფშაველას პოემების გმირები… ამ ადგილებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რათა ეს ყველაფერი ჩვენთვის შეენარჩუნებინათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მათ გულგრილად ვეპყრობით და ამის გამო ინგრევა ბევრი ისტორიული ძეგლი და ცარიელდება ამ რეგიონის სოფლები.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა განსაკუთრებული დაღი დაასვა დედაქალაქიდან მოშორებულ და ძნელად მისადგომ რეგიონებს. ბევრი, რატომღაც, ფიქრობს, რომ მარტო საზღვაო კურორტის განვითარებით თუ მოიზიდავ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ტურისტებს, მაგრამ ხევსურეთში მოგზაურობისას ძალიან ბევრ მოხეტიალე უცხოელს შევხვდით, ძირითადად ისრაელიდან და პოლონეთიდან, რომლებიც აღტაცებულნი იყვნენ აქაურობით და ზოგი უკვე მეორადაც სტუმრობდა.

პირველივე დღეს ჩვენი ტურისტული ჯგუფი შატილთან დაბანაკდა. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ–ერთი უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. იგი საუკუნეების მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. მე გადავწყვიტე უფრო ახლოდან დამეთვალიერებინა იგი და გავსაუბრებოდი ადგილობრივ მცხოვრებლებს.
სამწუხაროდ, დასახლების დანახვისთანავე მივხვდი, რომ ის არ დამხვდა, რასაც მოველოდი… მისი დიდი ნაწილი დანგრეული აღმოჩნდა. ზაფხულში შატილში 7 ოჯახი ცხოვრობს, ხოლო ზამთარში ისევ ცარიელდება. ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ ზამთარში ისინი მძიმე კლიმატური პირობების გამო იზოლაციაში ხვდებიან, რადგან იკეტება უღელტეხილები, ხოლო ალტერნატიული გზები არ გააჩნიათ. ამის გამო, მათ უახლოესს საავადმყოფომდე ავადმყოფის გადაყვანის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ.

შატილში ბავშვებს სწავლა ადრე კერძო სახლებში უწევდათ, რადგან აქ არსებული ეუთოს მიერ აშენებული სკოლა დაიწვა. შატილის სკოლაში სასწავლებლად არა მარტო ადგილობრივები, არამედ ახლოს მდებარე სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიან. ძველი სკოლის ნანგრევების მახლობლად მოსახლეობამ თავისი სახსრებით ახალი სკოლა ააშენა. ეუთოს დახმარებით შატილში აღდგენილი იქნა მცირე ჰიდროელექტროსადგურიც და დაიდგა მზის ბატარეებიც, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას უფასო ელექტროენერგია მიეწოდება.

შატილში კარვებში ერთი ღამე ვიმყოფებოდით, ხოლო მეორე დღეს მუცოსკენ გავეშურეთ. გზაში ბევრი წყარო გვხდებოდა, რომლებზეც სხვადასხვა სახელი წერია და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენში დიდ ინტერესს იწვევდა. საბედნიეროდ, ჩვენთან ერთად ერთი ხევსური მოგზაურობდა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აქ გზაში ზვავის ჩამოწოლის გამო იღუპება. ხევსურები დაღუპულთა სამახსოვროდ წყაროს აშენებენ და ზედ მათ სახელებს აწერენ. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის წყარო ბევრი იყო.

შატილიდან ძალიან დიდი გზის გავლა მოგვიწია და ბოლოს, როგორც იქნა, ჩავედით მუცოში. ამ დასახლებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ ერთი ოჯახის ნახვა შევძელით, რომელიც უექიმობას უჩიოდა.

ჩვენ ასევე ვკითხეთ, თუ რამდენად ხშირად სტუმრობდნენ ტურისტები აქაურობას. მოხუცმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი უცხოელი სტუმრობს მუცოს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს. რომ უცხოელი ტურისტები დიდ პატივს სცემენ ადგილობრივებსა და მათ სოფელს. რომ ისინი წესრიგის მოყვარენი არიან და, ქართველი ტურისტებისგან განსხვავებით, არ ტოვებენ ნაგავს.

მან ასევე ერთი ამბავი გვიამბო, რის გამოც იგი ძალიან წუხდა. ჩვენი ჩამოსვლის წინა დღეს აქ ქართველი ტურისტების ჯგუფი ყოფილა ჩამოსული და გართობის მიზნით სოფელში არსებული ტუალეტის დანგრევა გადაუწყვეტიათ. ძნელი სათქმელია, ტუალეტის დანგრევით ადამიანი როგორ უნდა გაერთოს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ტუალეტი დაანგრიეს, ადგილობრივებს კი თავიანთი სახსრებით თავიდან მოუწიათ მისი აშენება.

ჩვენ მუცოში გავჩერდით და იქვე დავბანაკდით. მუცო ხევსურეთში შესასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა, დაახლოებით 40–მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალაგებული ვერტიკალურ ტერასებზე, მუცო – არდოტის ხეობის თავზე. დღეისათვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე–კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.

ადგილობრივებმა გაგვაფრთხილეს, რომ ფრთხილად გვეარა, რადგან ეს უძველესი ნაგებობები, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეულიყო. მართალია, თავისი რთული ადგილმდებარეობის გამო, ძალიან გაგვიჭირდა ციხეზე ასვლა, მაგრამ ციხის დასათვალიერებლად ღირდა ეს ერთი გაჭირვება… წარმოუდგენელია, თუ როგორ შეძლეს ასეთ რთულ ადგილას ქვებისა და საშენი მასალლის ატანა და ციხის აგება.
ძალიან მიხარია რომ ასეთმა ისტორიულმა ძეგლმა ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ სამწუხაროდ ინგრევა, რადგან არ უტარდება რესტავრაცია.

მუცოშიც ერთი ღამე გავათენეთ და შემდეგ არდოტისკენ მიმავალ გზას მივყევით. გზაში ხშირად გვხვდებოდნენ მომღიმარე უცხოელი ტურისტები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი პოლონელი ტურისტი, რომელიც მიღებულ შტაბეჭდილებებს აღტაცებით გვიზიარებდა და გვაჩვენა მის მიერ გადაღებული სურათები.

როგორც იქნა არდოტში ჩავედით. არის ვერსიები რომ ზუსტად არდოტშია ვაჟა ფშაველას `სტუმარ მასპინძლის” გმირის, – ზვიადაურის საფლავი, მაგრამ ზუსტად სად, არავინ იცის.

მთაზე ნახევრად დანგრეული ციხეა. ზუსტად ამავე მთაზე ცხოვრობს მესაზღვრე თავის ოჯახთან ერთად. ხევსურეთში მამაკაცების უმრავლესობა მესაზღვრეებად მუშაობენ, რადგან კარგად იცნობენ მიმდებარე ტერიტორიას.

მესაზღვრეობა არის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა და შეიძლება ითქვას, რომ ხევსურეთში შემოსავლის სხვა საშუალება, გარდა ტურიზმისა, არ არსებობს. ტურიზმი კი მაინცდამაინც განვითარებული არ არის.

არდოტში დავინტერესდით, თუ რა აწუხებდათ ადგილობრივებს ყველაზე მეტად. პასუხად კი მივიღეთ – `უხალხობა”. ისინი მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს და სრულიად მივიწყებულნი არიან. მიუხედავად მძიმე პირობებისა, განსაკუთრებით კი ზამთარში, ისინი ყველაზე მეტად ნატრობენ არა რაიმე მატერიალურ დახმარებას, არამედ ხალხს რომელიც კვლავინდებურად შეავსებს დაცარიელებულ სოფლებს.

თბილისი – სსრკ VS 2012

გმირთა მოედანი 1960 VS 2012Image

 

***

გმირთა მოედანი 1960 VS 2012

Image

***

მეტრო “რუსთაველი”

Image

***

სასტუმრო “ივერია” VS სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”

Image

***

სასტუმრო “ივერია” VS სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”

Image

***

“ანდროპოვის ყურები” – დღევანდელი სახე

Image

***

იმელის შენობა 1937 VS 2012

Image

***

პარლამენტის შენობა

Image

***

ლენინის მოედანი VS თავისუფლების მოედანი

Image

***

რიყე…

Image

***

კინოსახლის კოშკი… იპოვეთ განსხვავება:

Image

 

***

სადგური (“ვაგზალი”)

Image

 

***

სამშენებლო ბიურო VS პრო-კრედიტ ბანკის შენობა

Image

 

***

თბილისის არქივი

Image

 

***

ხედი ვაკის პარკის კიბეებიდან

Image

***

სპორტის სასახლე, გადმოსახედი სასტუმრო აჭარიდან (სასტუმრო “ჰოლიდაუ ინ”)

Image

***

სასტუმრო “აჭარა” VS სასტუმრო “ჰოლიდაი ინ”

Image